среда, 16 декабря 2015 г.

დღე IX

დღევანდელი დღე ძალიან შთამბეჭდავი იყო ჩემთვის, რადგან თითოეულმა წარმოვადგინეთ ჩვენი ნამუშევრები პრეზენტაციის სახით და მოვახდინეთ ერთმანეთის შეფასება. საერთოდ ეს ტრენინგი ბევრის მომცემი იყო ჩემთვის რადგან ბევრი ახალი რამ ვისწავლე რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებ  სამომავლოდ გაკვეთილის ჩატარებისას.
პროექტით სწავლება ძალიან საინტერესო და ამავდროულად სახალისოც იყო, მე ვფიქრობ  მოსწავლეებისათვის ამგვარი კუთხით მიდგომა მოტივაციას გაუღრმავებს სწავლის მიმართ, ამისათვის დიდი მადლობა გვანცა სალიას

воскресенье, 13 декабря 2015 г.

დღე-VIII

დღეს საკმაოდ შრომატევადი დღე მქონდა.რადგან თითქმის დავასრულე პროექტი. დღეს გავაცანი ტრენერს ჩემი პროექტის მსვლელობა და მივიღე  უკუკავშირი რის საფუძველზე გავაკეთებ კორექტირებას.ასევე დღეს გავეცანი შეფასების რუბრიკის ნაირსახეობას და გარდნერის და ბლუმის მატრიცას.რონელსაც  აუცილებლად გამოვიყენებ გაკვეთილის დაგეგმაში,რომ გაკვეთილი იყოს ყოველ მოსწავლის დონეზე მორგებული.ეს ძალიან მომეწონა.ნამდვილად კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით.

суббота, 12 декабря 2015 г.

დღე VII

  დღეს ტრენინგის მეშვიდე დღეც  დავასრულე .... 
ძალიან ნაყოფიერი იყო.ბევრი რამ ვისწავლე რაც გამომადგება ჩემი მუშაობის პროცესში გავეცანი  პროექტის შეფასების რუბრიკას რაც გამომადგება  დაგეგმილი პროექტების შესრულების   დროს.ასევე ბევრიახალი რამ  ვისწავლე რაც არ ვიცოდი.ბლოგზე  ფონის მიცემა. დრაივზე ფაილების შექმნა და ბლოგერში ჩაშენება.

воскресенье, 6 декабря 2015 г.

დღე VI

დღევანდელი დღე  ძალიან  საინტერესო იყო .დღეს გავეცანი PowerPoint-ში მუშაობას.პრეზენტაციის მომზადებას.შევქმენი სლაიდები .შემოვიტანე სურათი,დავადე ხმა რაც ძალიან საინტერესო იყო.ასვე  საინტერესო იყო ცხრილებზე და  დიაგრამებზე მუშაობა. ყოველივე ეს დამეხმარება პრეზენტაციის უკეთ  წარდგენაში.აუცილებლად გამოვიყენებ სამომავლოდ.

суббота, 5 декабря 2015 г.

დღე V

დღეს ტრენინგის მეხუთე დღე იყო.როგორც ყოველი  ტრენინგის დღე, ეს  დღეც ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო.რადგან ბევრი საინტერესო და სასარგებლო რამ მოვისმინე და ვისწავლე.დღეს  გავეცანი შემდეგ საკითხებს: საავტორო  უფლებები და ონლაინ საკომუნიკაციო და  კოლაბორაციული  ინსტრუმენტები.მე ვფიქრობ ყოველი ტრენინგის გაკვეთილი ჩემთვის  ერთი  წინ წადგმული ნაბიჯია ჩემს პროფესიაში და ეს ჩვენი ტრენერის დამსახურებაა.რის გამოც მადლობას ვუხდი.